Khedi Hotel by Ginza Project (პროექტ გინზას სასტუმრო „ხედი“) მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ავლაბარში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარსა და მშვიდობის ხიდთან ახლოს. სასტუმრო ამართლებს საკუთარ სახელწოდებას - მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედი ძველი ქალაქის სახურავებსა და თანამედროვე უბნებზე, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსა და ქალაქს გულდასმით გარშემორტყმულ მთების ყელსაბამზე.
მრავალფუნქციური კომპლექსის პირველი შენობა გვთავაზობს თავშეკავებულ ნეოკლასიკურ სტილში გაფორმებულ ოთახებს, დეკორის ფერადი ელემენტების ღია, ნათელი მსუბუქი გაფორმებებით და წარმოადგენს “დიზაინ ბიუროს“ დამფუძნებლის ნია მგალობლიშვილის თვალით დანახულ მოდერნისტულ საქართველოს. თბილი მწვანე ელფერის გრადიენტი და ხის ავეჯი, სიმშვიდის განცდას აუფლებს და სტუმარს საშუალებას აძლევს, დაისვენოს და თავი საკუთარ სახლში აგრძნობინოს.
უკრაინული დიზაინის სტუდია EVDOKIMOV.DESIGN-ის მიერ მოწყობილი მეორე შენობის სივრცე გვხვდება თბილი ფერებით, ორასწლიანი ხითა და ტექსტურირებული ქსოვილებით.
სივრცისადმი ორი განწყობა, ორი მიდგომა, თავისებურად ადიდებს ქართულ კულტურასა და ოსტატობას. ბუნებრივი ფერები, უხვი გამწვანება, ავეჯისა და ქსოვილების სიმრავლე სრულიად საქართველოს ოსტატებისგან: სასტუმროს ინტერიერი ქართველი ოსტატების სადიდებელია, რომლებიც გულდასმით ინარჩუნებენ და თაობიდან თაობას გადასცემენ თავიანთი წინაპრების ტრადიციებსა და კულტურას.
ახალ დიზაინ-სასტუმროში, სტუმრების მიზიდულობის ცენტრებია, პირველი შენობის, თანამედროვე და თავშეკავებული დატვირთვის საერთო და მეორე შენობის, გამჭვირვალე პირამიდისებრი ჭერის ქვეშ მოწყობილი გამწვანებული სივრცე, რომელიც მოგვაგონებს ძველი თბილისის სახლების შიდა ეზოებს. თითოეულ ლობიში განთავსებულია რეცეფცია, დასასვენებელი სივრცე, ლაუნჯ- ზონა და ბარი, სადაც სტუმარს შეუძლია მიირთვას დილის არომატული ყავა ან საღამოს კოქტეილი.
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს ფიტნეს-დარბაზისა და სპა კომპლექსის მომსახურეობით. საქმიანი ღონისძიებებისთვის შენობაში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 250 დამსწრეზე.
სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი "ხედი", რომლის სამზარეულოს ხელმძღვანელობს, მიშლენის მეგზურის მიერ აღნიშნული, პირველი ქართველი შეფ-მზარეული - იზო ძანძავა. რესტორნის მენიუს საფუძვლად უდევს ქართული სამზარეულოს კერძები, რომელთა რეცეპტები, იზო ძანძავას ოჯახში, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასევე, დატვირთულია საქართველოს კულინარიული ტრადიციების ავტორისეული ინტერპრეტაციით.
მომსახურება და კეთილმოწყობა:
მომსახურება და კეთილმოწყობა:
მომსახურება და კეთილმოწყობა:
მომსახურება და კეთილმოწყობა:
მომსახურება და კეთილმოწყობა:
მომსახურება და კეთილმოწყობა:
მომსახურება და კეთილმოწყობა:
მომსახურება და კეთილმოწყობა:
რესტორანი ხედი მდებარეობს სასტუმროს ბოლო სართულზე, საიდანაც დღისით თუ ღამით იშლება ძველი თბილისის, მთაწმინდისა და ნარიყალას არაჩვეულებრივი ხედი.
უფრო დეტალურისასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს კლუბსა და სპა კომპლექსში გათვალისწინებული მომსახურებით (მალე გაიხსნება).
უფრო დეტალურიჩვენ გთავაზობთ სივრცეს ყველა სახის ღონისძიებისთვის: საქმიანი შეხვედრები, ქორწილები ან ნებისმიერი მასშტაბის სოციალური შეკრებები.
უფრო დეტალურირესტორანი ხედი მდებარეობს სასტუმროს ბოლო სართულზე, საიდანაც დღისით თუ ღამით იშლება ძველი თბილისის, მთაწმინდისა და ნარიყალას არაჩვეულებრივი ხედი. ინტერიერის მყუდრო, კომფორტული და მწვანე გარემო მოაწყო ცნობილმა უკრაინელმა დიზაინერმა ევგენი ევდოკიმოვმა.
ხედში მოსულ სტუმარს გამორჩეული სამზარეულო და მაღალი ხარისხის მომსახურება დაგხვდებათ. შემოგთავაზებთ შეფმზარეულ იზო ძინძავას მიერ შექმნილ ტრადიციულ ქართულ და ფიუჟენ კერძებს. ქალბატონი იზო პირველი ქართველი მზარეულია, რომელიც მოხსენიებულია „მიშლენის მეგზურში“. ის მრავალი წელია მთელ საქართველოში აგროვებს რეცეპტებს და საგანგებოდ რესტორან ხედისთვის შეადგინა ქართული სამზარეულოს მოდერნიზებული მენიუ, რომლის მთავარი და გამორჩეული კერძია შავი ზღვის ორაგული პრასით.
გვჯერა, მაღალ შეფასებას დაიმსახურებს ჩვენი რესტორნის სომელიე მაგდა სინაურიძის მიერ თქვენთვის შერჩეული ღვინო. ასევე შემოგთავაზებთ კახურ ღვინოში დაძველებულ პიკანტური გემოს ყველს.
რესტორანი იდეალურია ნებისმიერი ღონისძიების მოსაწყობად და მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად.
150 კვადრატულ მეტრიანი სპორტული დარბაზი შეიძლება გამოყენოთ როგორც სამედიცინო დანიშნულების, ასევე კრივის, ბოდიბილდინგის, ქროსფიტისა და ძალისა და გამძლეობის გასაძლიერებელი სხვა თანამედროვე ვარჯიშებისათვის.
სპაკომპლექსში ისიამოვნებთ მასაჟით, სველი და მშრალი საუნით და მოსასვენებელი გარემოთი.
ჩვენ გთავაზობთ სივრცეს ყველა სახის ღონისძიებისთვის: საქმიანი შეხვედრები, ქორწილები ან ნებისმიერი მასშტაბის სოციალური შეკრებები.
საკონფერენციო დარბაზი შეიძლება დაიყოს 3 განყოფილებად ან გაიხსნას გრანდიოზული მოვლენებისთვის 250-მდე სტუმრისთვის.
საერთო საღონისძიებო სივრცე - 318 კვ.მ.
ჩვენი ქეითერინგის გუნდი შექმნის თქვენს გემოვნებას მორგებულ უნიკალურ მენიუს, თქვენი დღესასწაულის დასამახსოვრებელი კულინარიული გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
ტელეფონი
+995 32 244 80 00
ელ-ფოსტა
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.